თათია ჩხეიძე · გეშტალტთერაპევტი
აქ შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ, და არა ის, ვინც უნდა იყოთ.
მე ვარ თათია ჩხეიძე, პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი. ჩემთვის თერაპია ორი ადამიანის გულწრფელი შეხვედრაა, სადაც თითოეულ განცდას, ემოციასა და გამოცდილებას თავისი ადგილი აქვს.
მჯერა ადამიანის ცვლილების შესაძლებლობისა და მისი შინაგანი რესურსების. ჩემთვის თერაპია არ ნიშნავს მზა პასუხებისა და რჩევების მიცემას. ეს არის ერთობლივი აღმოჩენის პროცესი, რომელიც გვეხმარება გავაცნობიეროთ, რას ვგრძნობთ, რა გვჭირდება და როგორ გვინდა ვიცხოვროთ.
რით შემიძლია დაგეხმაროთ
როდის შეიძლება დაგჭირდეთ თერაპია?
ზოგჯერ ზუსტად ვიცით, რა გვაწუხებს, ზოგჯერ კი მხოლოდ ვგრძნობთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს.
არ არის აუცილებელი, წინასწარ გქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი ან ზუსტად იცოდეთ, საიდან დაიწყოთ. შეგვიძლია ერთად აღმოვაჩინოთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.
თერაპიაზე მოსასვლელად არ არის აუცილებელი, კრიზისში იყოთ. ზოგჯერ საკუთარი თავის უკეთ გაცნობის სურვილიც საკმარისი მიზეზია.
ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო არა მხოლოდ ის სირთულე, რომლითაც ადამიანი მოდის, არამედ თავად ადამიანი — თავისი უნიკალური ისტორიით, განცდებითა და შესაძლებლობებით.
ცოტა ჩემ შესახებ
ჩემი პროფესიული გზა ფსიქოთერაპიით არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში იურისტად ვმუშაობდი. თუმცა ჩემს ცხოვრებაშიც დადგა პერიოდი, როდესაც ბევრი რამ შეიცვალა, ჩვეული საყრდენები შეირყა და საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი კითხვების წინაშე აღმოვჩნდი.
სწორედ ამ ეგზისტენციალური კრიზისის დროს მივმართე პირველად ფსიქოთერაპიას — საკუთარი თავისთვის, საკუთარი განცდების უკეთ გასაგებად და ახალი საყრდენების აღმოსაჩენად.
ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად დიდი რესურსი შეიძლება იყოს თერაპია ადამიანის ცხოვრებაში. დროთა განმავლობაში გამიჩნდა სურვილი, უფრო ღრმად შემესწავლა ადამიანის შინაგანი სამყარო და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ასე იქცა ჩემი პირადი აღმოჩენა ახალ პროფესიულ გზად, რომელსაც დიდი ინტერესით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მივყვები.
დღეს ვმუშაობ ბავშვებთან, მოზარდებსა და ზრდასრულებთან. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის უნიკალური ისტორიის, ინდივიდუალობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების პატივისცემას.
მჯერა, რომ ცვლილება შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ზოგჯერ სწორედ ის პერიოდები, როდესაც ყველაზე მეტად ვკარგავთ საყრდენს, საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენის შესაძლებლობად იქცევა.
განათლება
განათლება და პროფესიული განვითარება
უწყვეტი პროფესიული განვითარება
ჩემი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია უწყვეტი განათლება, თემატურ ტრენინგებსა და ვორქშოფებში მონაწილეობა, პირადი თერაპია და რეგულარული სუპერვიზია.
მჯერა, რომ თერაპევტის პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას, თვითრეფლექსიასა და პროფესიულ პასუხისმგებლობას.
მიდგომა
რა არის გეშტალტთერაპია?
გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიული მიდგომაა, რომელიც ადამიანს განიხილავს როგორც მთლიანობას — მისი ემოციების, აზრების, სხეულებრივი განცდებისა და გარემოსთან ურთიერთობის ერთიანობაში.
მისი მიზანია, დაგეხმაროთ საკუთარი თავის უკეთ გაგებაში, სურვილებისა და საჭიროებების გაცნობიერებაში, საკუთარ თავთან და სხვებთან უფრო გულწრფელი და ავთენტური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
აქ და ახლა
წარსული ჩვენი გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. თერაპიაში ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ აისახება ეს გამოცდილება დღევანდელ ცხოვრებაზე, თქვენს განცდებზე, ურთიერთობებსა და არჩევანზე.
გაცნობიერება
როდესაც უკეთ ვაცნობიერებთ, რას ვგრძნობთ, როგორ ვიქცევით და რა გვჭირდება, ჩნდება მეტი თავისუფლება და შესაძლებლობა, გავაკეთოთ ახალი, გაცნობიერებული არჩევანი.
თერაპიული ურთიერთობა
გეშტალტთერაპიის საფუძველი ცოცხალი, გულწრფელი ადამიანური შეხვედრაა. ნდობაზე, მიმღებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თერაპიული ურთიერთობა ქმნის ახალი გამოცდილებისა და ცვლილების შესაძლებლობას.
ცვლილება იწყება არა მაშინ, როდესაც ვცდილობთ გავხდეთ სხვანაირები, არამედ მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ და ვიღებთ იმას, ვინც ვართ.
არნოლდ ბეისერის ცვლილების პარადოქსული თეორიის მიხედვითპირველი შეხვედრა
ჩვენი პირველი შეხვედრა
პირველი შეხვედრის წინ შესაძლოა ბევრი კითხვა, მოლოდინი, მღელვარება ან გაურკვევლობის განცდა გქონდეთ. ეს ბუნებრივია.
არ არის აუცილებელი, წინასწარ იცოდეთ, რა უნდა თქვათ ან საიდან დაიწყოთ. ჩვენი პირველი შეხვედრა ერთმანეთის გაცნობისა და თერაპიული ურთიერთობის დასაწყისია.
შეხვედრის დროს
- ვისაუბრებთ იმაზე, რამ მოგიყვანათ თერაპიაში, რა გაწუხებთ ან რისი შეცვლა გსურთ თქვენს ცხოვრებაში.
- შეგიძლიათ ისაუბროთ იმდენზე, რამდენზეც იმ მომენტში მზად იქნებით.
- არ არის აუცილებელი, ყველა განცდას სახელი ჰქონდეს — შეგვიძლია მათ ერთად მივუსმინოთ და უკეთ გავიგოთ.
- გაგაცნობთ ჩემს მიდგომას, თერაპიული პროცესის თავისებურებებსა და კონფიდენციალურობის პირობებს.
- შეხვედრის ბოლოს ერთად განვიხილავთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა.
პრაქტიკული ინფორმაცია
- შეხვედრის ადგილი
- სათერაპიო სივრცე „ინსაიტი“, კოტე მახარაძის ქ. №1, თბილისი
- სიხშირე
- როგორც წესი, კვირაში ერთხელ, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე
- ხანგრძლივობა
- 50 წუთი
- სამუშაო ენა
- ქართული
- ღირებულება
- 60 ₾
არ არის აუცილებელი, ყველაფრისთვის მზად იყოთ. შეგიძლიათ იქიდან დავიწყოთ, სადაც დღეს ხართ.
კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
პირველი ნაბიჯი ერთი შეტყობინებაა
თუ თქვენ ან ვინმე სხვა უშუალო საფრთხეში ხართ, დარეკეთ 112-ზე.
სესიები „ინსაიტში“
მშვიდი, მყუდრო ოთახები კოტე მახარაძის ქუჩაზე, თბილისში. სესიამდე შეგიძლიათ მოსაცდელ სივრცეში დაისვენოთ.
„ინსაიტის“ ნახვა რუკაზე ნახვა